ფორს-მაჟორი და მნიშვნელოვანი პირობები
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასაქმების პროცესი შესაძლოა დამოკიდებული იყოს როგორც გერმანიის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე,ისე სხვადასხვა გარე ფაქტორზე, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სამუშაო შესაძლებლობებს კონკრეტულ პერიოდში. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს როგორც გლობალურ მოვლენებს (ბუნებრივი კატაკლიზმები, ეპიდემიები, ომი და სხვა დაუძლეველი ძალის შემთხვევები), ასევე ზოგად ბაზრის მდგომარეობას ან სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სექტორში, რომელთა კონტროლი ჩვენთვის ობიექტურად შეუძლებელია.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დასაქმების პროცესზე 100%-იანი გარანტიის მიცემა შეუძლებელია.
ამ მიზეზით, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს მუშაობის უფლება შესაბამისი გერმანული უწყებისგან, გარკვეულ შემთხვევებში რეალური დასაქმება ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდეს.
როდესაც სტუდენტი წარმატებით გაივლის ყველა აუცილებელ პროცედურას საქართველოში და მიიღებს ყველა საჭირო დოკუმენტს გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრებისთვის, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ „ემ აი ჯგუფის“ ფუნქცია-მოვალეობა სრულდება.