საზაფხულო ვაკანსია
იწყება რეგისტრაცია საზაფხულო (FerienJob) ვაკანსიებთან დაკავშირებით
თანამონაწილეობის პირობები :
- პიროვნებას უნდა გააჩნდეს უმაღლესი სასწავლებლის აქტიური სტუდენტის სტატუსი და არ უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
სტუდენტებს რომელბთაც მხოლოდ 6 კვირიანი არდადეგები აქვთ,მათი მონაცემები არ დამუშავდება !
სააგენტო გადაწყვეტს თუ რომელი სასწავლებელი ჩაითვლება რელევანტურად და იტოვებს უფლებას უარი განუცხადოს პიროვნებას, კონრეტული სასწავლებლის საბუთების მიღებაზე ! - პრიორიტეტი მიენიჭება სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ საბაზისო გერმანული ენის დონეს.
ასევე სტუდენტებს რომელბთანაც სააგენტოს უკვე გააჩნდა თანამშრომლობა და აქვს კარგი გამოცდილება !
ხოლო ინგლისურ ენოვანი სტუდენტები, იქნება განხილული მხოლოდ მას შემდეგ რაც შეივსება ვაკანსიების აბსოლიტური უმრავლესობა. -
ასაკობრივი ზღვარი შეადგენს 18 - დან 35 - წლამდე.
-
ყველა დარეგისტრირებულ პიროვნებასთან მოხდება გასაუბრება იანვრის თვიდან, როგორც მშობლიურ ასევე უცხო ენაზე.
წინასწარ მიიღებთ შეტყობინებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
რეგისტრაციის დროს გაითვალისწინეთ, რომ მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს და ასევე უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ლათინური ანბანი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ჩვენი სარეგისტრაციო ფორმა : https://www.mi-group-service.de/registration
გისურვებთ წარმატებებს !