კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რას გულისხმობს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და როგორ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას:
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ ხდება თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა ჩვენ მიერ, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენს მიერ. თქვენი უფლებაა, იყოთ ინფორმირებული პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და სხვა მოქმედებების შესახებ. მონაცემების გამოყენებისას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას. თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულ მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება. კონფიდენციალური პოლიტიკის გაცნობით თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გაზიარების მიზნით.
ვებ-გვერდს მართავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ემ აი ჯგუფი “, საიდენტიფიკაციო ნომერი 431953889.
1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება
1.1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც თქვენ:
- ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
- ჩვენგან ღებულობთ მომსახურებას (მომსახურება ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდით, სატელეფონო თუ სხვა კომუნიკაციის საშუალებით, ოფისში, რაც გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ);
- რეგისტრირდებით მომსახურებაზე (არეგისტრირებთ რა თქვენ სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, მისამართს, სხვა ინფორმაციას და მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, მომსახურებისათვის);
- ჩვენგან იღებთ შეტყობინებებს ან სხვა მომსახურებებს;
- ჩვენგან ითხოვთ მომსახურების შესახებ ინფორმაციას ან მოგვმართავთ შეკითხვით ან საჩივრით;
- სარგებლობთ ჩვენი მომსახურებებით;
- ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია კანონმდებლობით
- პერსონალური მონაცემები დამუშავდება და გამჟღავნდება მესამე პირებთან მხოლოდ იმ მიზნისთვის და იმ ფარგლებში, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველსაყოფად;
2. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ
2.1 ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ დამოკიდებულია იმ მომსახურებებზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ. ის მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის და/ან პირადობის მოწმობის ნომერი, მისამართი, სატელეფონო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
3. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
3.1. ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:
- თქვენი განაცხადის შეფასებისა და მომსახურების მიზნით ხელშეკრულების გაფორმებისას;
- თქვენს მიერ ჩვენგან მომსახურების მიღებისას;
4. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
4.1. ჩვენ გავუზიარებთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:
- მესამე პირებს, რომლებიც ჩართული არიან თქვენი მომსახურების დაკმაყოფილებაში;
- საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ მომსახურების მიმწოდებლებზე (საჯარო, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე).
- სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებს, თუ ეს ჩვენ მოგვეთხოვება და ნებადართულია კანონმდებლობით;
4.2. ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა ან ჩვენი მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით;
4.3. თუ განხორციელდება ჩვენი რეორგანიზაცია ან მფლობელობის შეცვლა, ჩვენ უფლება გვაქვს მოვახდინოთ თქვენ შესახებ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ამ ორგანიზაციისათვის.
5. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა
5.1. ჩვენი მიზანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვა უნებართვო წვდომისაგან, შემთხვევითი წაშლისაგან, გამჟღავნებისაგან ან განადგურებისაგან.
5.2. ჩვენს მიერ პერსონალური ინფორმაციის შენახვა ხდება ჩვენი ვებ-გვერდის სისტემაში.
5.3. პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა დასრულდება მომხმარებლის მიერ ჩვენგან მიღებული მომსახურებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
5.3. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ ნებისმიერ უნებართვო წვდომაზე ან პერსონალური ინფორმაციის დაკარგვაზე, რაც ცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს.
6. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები
6.1. თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით.